Tuesday, December 2, 2014

გაკვეთილის თემა
 რა არის კოროზია

საგანი

ქიმია  
მასწავლებელი

თამარ მაისურაძე
სწავლების  საფეხური
საბაზო  IX-კლასი

გაკვეთილის  ხანგრძლივობა
45 წთ
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე

არ არის
გაკვეთილის მიზანი  და შედეგები
მიზანი:  მოსწავლემ აღწეროს და  მის  გარშემო ბუნებაში  მიმდინარე  ქიმიურ გარდაქმნები , მოიყვანოს  ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე ქიმიური  მოვლენების მაგალითები, შეადაროს  ერთმანეთს   იმსჯელოს  ამ ქიმიური  მოვლენის  მნიშვნელობასა და  მათზე მოქმედ ფაქტორებზე,განიხილოს კოროზია , როგორც ჟანგვის პროცესი, განიხილონ კოროზიის სახეები, კოროზიაზე მოქმედი ფაქტორები და  მასთან ბრძოლის ღონისძიებები
ქიმ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია მეტალთა აქტიურობის მწკრივის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ატარებს სათანადო ცდებს და იკვლევს სხვადასხვა მეტალის წყალთან მოქმედებას,
გამოიტანს დასკვნას;
აკვირდება სხვადასხვა მეტალის გამოყენებით ჩატარებული ცდების თანმდევ მოვლენებს
(მაგ., ალის წარმოქმნა/არწარმოქმნა წყალთან რეაქციის დროს, გაზის ბუშტუკების
წარმოქმნა, სითბოს გამოყოფა ) და მსჯელობს მათ შორის მსგავსება - განსხვავებაზე,
გამოავლენს ზოგად კანონზომიერებებს;
აკვირდება და აღწერს მეტალთა ცვლილებას ჰაერის ზემოქმედების შედეგად (მაგ., რკინა
იჟანგება, ვერცხლი მქრქალდება, სპილენძი მუქდება). განსაზღვრავს, რომელი მეტალი
განიცდის კოროზიას ადვილად, რომელი - არა;
იყენებს მეტალთა აქტიურობის რიგს სათანადო ვარაუდის გამოსათქმელად
მოსწავლე შეძლებს მოიყვანოს კოროზიის მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან,  განიხილავენ კოროზიის მოვლენას  მეტალთა კონკრეტული წყვილის მაგალითზე ,  იმსჯელებენ კოროზიაზე მოქმედ ფაქტორებზე და მასთან ბრძოლის ხერხებზე
გაკვეთილის მსვლელობა
A-ფაზა   გამოწვევა
აქივობა 1.  სამოტივაციო ტექსტი (3 წთ)
ვაძლევ სამოტივაციო ტექსტს: „ კუნძული როდოსი ხმელთაშუა   ზღვაში მდებარეობს. ძვ. წ-აღ-ით მესამე საუკუნეში იგი საშინელ ალყას გადაურჩა. მადლიერების ნიშნად  ხალხმა ქალაქში მზის ღმერთის  ჰელიოსის ქანდაკება  ააგო. 32 მეტრიანი კოლოსი ნაწილებისაგან ააწყვეს . ბრინჯაოს  მრგვალი ფორმის ნაწილებს მთლიანად ასხამდნენ. დიდ დეტალებს კი რკინის ჩარჩოზე  ბრინჯაოს ფურცლებს შემოკვრის  გზით ამზადებდნენ. ლეგენდის თანახმად  რამდენიმე წელიწადში ქანდაკებას ბზარი გაუჩნდა, რის გამოც მისმა შემქმნელმა  თავი მოიკლა. ბზარის გაჩენიდან  60 წლის შემდეგ ქანდაკება მუხლებში გადატყდა და დაიმსხვრა. მიზეზად მიწისძვრა დაასახელეს „
 აქტივობა 2. გონებრივი იერიში (5 წთ)
1)      ჩამოთვალეთ მიზეზები რას შეიძლებოდა გამოეწვია ქანდაკების მსხვრევა (ვწერ დაფაზე)
2)      თქვენი აზრით დაიმსხვრეოდა თუ არა ქანდაკება მიწისძვრა რომ არ ყოფილიყო?
3)      თქვენი აზრით რა არის კოროზია?
4)       შეუქმნია თუ არა მას თქვენთვის რამე პრობლემა? ამ პროცესის შემდეგ ყოველთვის რა ნივთიერება წარმოიქმნება?
B-ფაზა. წვდომა
აქტივობა 3. საგაკვეთილო ტექსტზე მუშაობა (შნსკა) (5წთ)
მოსწავლეებს ვაძლევ ინსტრუქციას ,რომ წაიკითხონ  ტექსტი  „რა არის კოროზია“ და  წასაკითხი მასალის კიდეზე  აღნიშნონ შემდეგი აღნიშვნები  + ინფორმაცია ნაცნობია   - ინფორმაცია ახალია (5წთ)
აქტივობა 4. გონებრივი იერიში (5  წთ)
ვიხილავთ ტექსტს კითხვების საშუალებით: 1)რა იყო ისეთი რაც ტექსტის წაკითხვამდე იცოდით 2)  რომელი ინფორმაცია იყო ახალი?
5)      რა კითხვები დაგებადათ ?
აქტივობა 5. სადემონსტრაციო ცდების შედეგების განხილვა . (10 წთ )
მოსწავლეთა მონაწილეობით  წინასწარ დაყენებული გვქონდა  ცდები  დაკვირვებისათვის.აღებული იყო 5 სინჯარა . პირველ, მეორე,  მეხუთე სინჟარაში ჩაშვებულია  მხოლოდ რკინის ლურსმანი მესამეში რკინის ლურსმანს შემოხვეული აქვს  სპილენძის მავთული, მეოთხეში ლურსმანს შემოხვეული აქვს ალუმინის მავთული. პირველი სინჯარა ბოლომდე გავსებულია წყლით , მომდევნო სამი კი -სუფრის მარილის ხსნარით. მეხუთე სინჯარაში სუფრის მარილის ხსნართან  ერთად ჩასხმულია ნატრიუმის ჰიდროქსიდის  ხსნარი. ხუთივე ჩაპირქვავებულია  ცალ-ცალკე  ჭურჭელში, რომელთაგან თითოეულში წინასწარაა ჩასხმული ის სითხე, რომეელიც მოცემულ სინჯარაშია.ამის შემდეგ ხუთივე სინჯარაში  მოთავსებული რკინის ლურსმანი აღმოჩნდა ჟანგბადისა და  წყლის გარემოში ცალკე ან  ამა თუ იმ მეტალთან ან წყალში გახსნილ ნივთიერებასთან ერთად.
 მოსწავლეები ჩემთან ერთად  ვაანალიზებთ ცდის შედეგებს  და გამოვყოფთ  ფაქტებს და  არგუმენტებს.
 ფაქტები: პირველ სინჯარაში კოროზიაზე მეტყველებს  სინჯარაში აწეული წყლის დონე . მეორე სინჯარაში ჟანგიანი წყლის დონე უფრო მაღალია ე.ი. უფრო ინტენსიურია კოროზია , მარილი აძლიერებს კოროზიას.  მესამე სინჯარაში  ჟანგიანი წყლის დონე უფრო მაღალია ე.ი სპილენძი ძალიერებს კოროზიას. მეოთხე სინჯარაში წყლის დონე აწეულია , მაგრამ რკინის ჟანგის კვალი არ ჩანს , აქ თუთიის დაჟანგვის პროდუქტი თუთიის ოქსიდია. მეხუთე სინჯარაში  კოროზიის ნიშნები არ არის . ე.ი. ნატრიუმის ჰიდროქსიდი ამცირებს კოროზიას კოროზიის ინჰიბიტორია.
აქტივობა 6. სტრატეგია „ფიშბონი“ (5 წთ)
მოსწავლეები მსჯელობენ კოროზიის მიზეზებზე,  იმ პრობლემებზე, რომლების მოყვება კოროზიას,  ასახელებენ ფაქტებს და მოყავთ არგუმენტები, და გამოაქვთ დასკვნა სტრატეგია „ ფიშბონის“ საშუალებით.
პრობლემა-- მწყობრიდან გამოდის  ყოველწლიურად  რამდენიმე ტონა მეტალი
მიზეზები--წყალი, ჰაერი, ჟანგბადი, ატმოსფერული ნალექები, , ზღვის წყალი , ქიმ.წარმოება
ფაქტი, არგუმენტები--  კოროზიას აძლიერებს  სუფრის მარილის ხსნარი, ორი მეტალის შეხების დროს  აქტიური მეტალის კოროზია ძლიერდება. ნატრიუმის  ჰიდროქსიდი კოროზიის ინჰიბიტორია
დასკვნა-- მეტალების კოროზია ძლიერდება თუ ის ეხება ნაკლებად აქტიურ მეტალს, მეტალების კოროზია სუსტდება თუ ის ეხება  მეტად აქტიურ მეტალს . კოროზიას ამცირებს ინჰიბიტორი
 აქტივობა 7. მოსწავლის პრეზენტაცია „ რა არის კოროზია“ (PP) ( 2 წთ)
 C-ფაზა რეფლექსია
აქტივობა 8. გონებრივი იერიში (3 წთ)
 ვუბრუნდები სამოტივაციო ტექსტს და ვსვამ შეკითხვებს
1.      რა იყო ქანდაკების დამსხვრევის მიზეზი?
2.      რა შეცდომა დაუშვა მოქანდაკემ?
3.       მოძებნეთ ტექსტში ის ადგილი და  წამიკითხეთ სადაც აღწერილია  რომელი მეტალების შეხებამ გამოიწვია კოროზია?
4.      რა როლი შეასრულა ნესტიანმა ჰავამ  ქანდაკების დამსხვრევაში
შემდეგ ვაძლევ დამატებით ინფორმაციას , რომ კოროზია ზოგჯერ მხოლოდ  მეტალის ზედაპირზე  ვრცელდება, რაგდან ამ დროს წარმოქმნილი  ოქსიდის ფენა იცავს  მეტალს შემდგომი დაჟანბვისაგან. ასეთი მეტალებია  Al, Ti , Zn, Sn, Ni
 აქტივობა 9.გონებრივი იერიში (5 წთ)
  ვსვავ შეკითხვას: ხომ არ შეგიძლიათ   დააკონკრეთოთ  განხილული მაგალითებიდან რამდენი სახის  კოროზია არსებობს. მოსწავლეების ვარაუდის მოსმენების შემდეგ ვაკონკრეტებთ კოროზიის სახეებს : 1) ქიმიური  2) ელექტროქიმიური და  ვაძლევ განმარტებას თითოეულზე.  ვმჟლობთ კოროზიასთან ბრძოლის ღონისძიებებზე  
 აქტივობა 9. მასწავლებლის პრეზენტაცია „ რა არის კოროზია“ (pp) (5 წთ)
აქტივობა 10. საშინაო დავალება . ( 2 წთ)  (მოიძიეთ ინფორმაცია რატომ არ იმსხვრევა დღევანდელი ბრინჯაოს ქანდაკება?


საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
სამოტივაციო ტექსტი, სახელმძღვანელო, 5 სინჯარა, 5 რკინის ლურსმანი, სპილენძის მავთული , თუთიის ფირფიტა, წყალი, სუფრის მარილი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, 5 ქიმიური ჭიქა, მეტალთა აქტიურობის მწკრივი
შეფასება

რუბრიკით
 შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
1–3
4–5
6–7
8–10
მოსწავლემ იცის მეტალების კოროზიის გამომწვევი მიზეზები
ცუდად ერკვევა კოროზიის არსში,არ იცის კოროზიის გამომწვევი მიზეზები
ნაწილობრივ ერკვევა კოროზიის არსში
იცის კოროზიის გამომწვევი მიზეზები და მოყავს კოროზიის მაგალითები მცირე ხარვეზებით
სრულად ერკვევა კოროზიის არსში
იცის კოროზიის დროს მიმდინარე ქიმიური რეაქციები
არ იცის კოროზიის დროს მიმდინარე ქიმიური რეაქციები
საუბრობს,მაგრამ ვერ წერს კოროზიის დროს მიმდინარე რეაქციებს
წერს საჭირო რეაქციებს,უშვებს შეცდომებს
წერს კოროზიის დროს მიმდინარე რეაქციებს,ცდებიდან აკეთებს სწორ დასკვნებს.
გაცნობიერებული აქვს კოროზიის შედეგები და იცის მისი თავიდან აცილების ხერხები
არ იცის კოროზიის თავიდან აცილების ხერხები
საუბრობს კოროზიის ზიანის შესახებ,მაგრამ არ იცის მისი ტავიდან აცილება
არასრულად იცის კოროზიის მავნე შედეგები და მისი თავიდან აცილების გზები
სრულყოფილად აყალიბებს კოროზიის მავნე შედეგებს და მისი თავიდან აცილების ხერხებს